ელექტრონული გამომთვლელი მანქანების მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრის ფილიალი
ელექტრონული გამომთვლელი მანქანების მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრის ფილიალი

ელეტრონულ გამოთვლელი მანქანების მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრის ფილიალი-თსუ-ის სტრუქტურული ერთეული  კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. (მოგვიანებით გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ.) ფაკ-ტზე, რ-იც ფუნქციონირებდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლით ცენტრში (ამჟამად სტუ-ის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტი, 1980-2006). ფილიალში, რ-საც ხელმძღვანელობას უწევდა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. დოცენტი ე. დეკანოსიძე (1980-2002), დაპროგრამების თეორ. საფუძვლების შესწავლასთან ერთად სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ გამოთვლით ცენტრში განთავსებულ ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებთან მუშაობის ძირითად პრინციპებსა და პრაქტიკულ ჩვევებს.